Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე: ენით აღუწერელი ემოციაა, ამდენი ბედნიერი ადამიანი რა სფერომ და პროფესიამ შეიძლება ასე გააერთიანოს და ასეთი დიდი სიხარული მიანიჭოს ერს?!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ენით აღუწერელი ემოცია მიანიჭა ყველას, ერი გააერთიანა და გვაჩვენა თუ რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს.

„ეს არის ენით აღუწერელი ემოცია, ეს ხომ ვიცი როგორც ფეხბურთელმა რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს, რომ ეს ყოველთვის შეუძლია. ჩემს კოლეგებთან ყოველთვის ამაზე მქონდა საუბარი, რომ ვერც დაგეგმავ ასეთ რამეს, იმხელა ძალა აქვს ფეხბურთში განცდილ სიხარულს. ამდენი ბედნიერი ადამიანი რა სფერომ და პროფესიამ შეიძლება გააერთიანოს და ასეთი დიდი სიხარული მიანიჭოს დღევანდელ ეპოქაში სახელმწიფოებს, ერს და მოქალაქეებს?! ამ ემოციაში და ეიფორიაში ვიყავი, როგორც რიგითი გულშემატკივარი სტადიონზე თავისთავად და მერე მთელი ღამე ჩემს შვილებთან ერთად არ გავჩერებულვარ, ავტომობილით ვმოძრაობდი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.