1763893520
საზოგადოება
მეუფე შიო: მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა პატრიარქს, დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ წმინდა სამების ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა
გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მოლოცვასა და კურთხევას, - მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას მრევლს.
„მინდა თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო გიორგობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევა სწორედ გიორგობა დღეს ისურვა. მადლობა ვუთხრათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი დიდი მამობრივი ღვაწლისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.