Loading data...
მეუფე შიო: მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისის დროს განაცხადა. 

„მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის.

ამისთვის გვმართებს ძვირფასო, დებო და ძმებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღვწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს“, - განაცხადა მეუფე შიომ.