Loading data...
მეუფე საბა: გვაქვს ბედნიერება, ვიყოთ ჭეშმარიტებისა და ეკლესიის წიაღში, ეს უნდა გამოვიყენოთ, რათა საქართველო გადარჩეს და არ მივიღოთ უბედურებები, რასაც ვხედავთ მსოფლიოში

„საქართველო და მთელი სამყარო არის ძალიან დიდი აფეთქებების, კატაკლიზმების და საშიშროებების წინაშე და ღმერთია გარეშე ამ ყველაფერს ვერ დავძლევთ“, - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ ქადაგებისას განაცხადა. 

მეუფე საბამ პატრიარქის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც არჩევნებს ეხებოდა აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს პატრიარქს და ეკლესიას. 

„ჩემი თხოვნა და რჩევაა, ერთადერთი დაუჯერეთ პატრიარქს, დაუჯერეთ ეკლესიას და გააცნობიერეთ, გააანალიზეთ რას ნიშნავთ იყოთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ამავდროულად არ უსმენდეთ ეკლესიას და პატრიარქს.

პატრიარქი, ეკლესია ყოველთვის ღვთის ნებას გამოგვიცხადებს. კიდევ ერთხელ გირჩევთ, გაიზიაროთ პატრიარქის სიტყვები, მისი დალოცვა და მიიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ქვეყნისა და ერისადმი საკეთილდღეოდ.

საქართველო და მთელი სამყარო არის ძალიან დიდი აფეთქებების, კატაკლიზმების და საშიშროებების წინაშე და ღმერთია გარეშე ამ ყველაფერს ვერ დავძლევთ. გვაქვს ბედნიერება იმისა, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტებისა და ეკლესიის წიაღში, ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველო დამშვიდდეს და საქართველო გადარჩეს და არ მივიღოთ ის უბედურებები, რასაც ვხედავთ მსოფლიოში“, - აცხადებს მეუფე საბა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში ნათქვამია: „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“.