1774009064
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ - წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა
„შორს არ არის ის დღე, როდესაც დავაყენებთ უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს - უკვე არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა.
„არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის {წმინდანად შერაცხვა} შესახებ. და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები - განკურნების, სასწაულების მოხდენის. მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.