მეუფე იოანე პატრიარქის არჩევაზე: უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა
უფალი როგორც განაგებს, ის იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ.
მისი თქმით, მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა.
„ვიმედოვნებთ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. არჩევანი - უფალი როგორც განაგებს, ის იქნება. მეუფე შიო პატრიარქის გვერდით იყო, მისი კურთხევით მოქმედებდა. შეხვედრები იყო უცხოელებთან, მთავრობასთან. თავისი ეტიკეტია, თავისი პრინციპებია, თავისი მიდგომაა, ქცევის წესი. გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას“, - აღნიშნა მან.
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13:00 საათზე დაიწყება.