Loading data...
მეუფე ილარიონი - დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხებზე, რომლებიც შემდგომ სინოდზე კიდევ განიხილება, შემდეგ კი მოხდება კანდიდატების გამორჩევა

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც მეუფე ილარიონმა სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი შეთანხმდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა, აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებით მსჯელობა კიდევ მოუწევთ.

„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ მოხდება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.