Loading data...
მეუფე დიმიტრი პატრიარქზე: ის იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა

„საზომი ურთიერთობის, ღირსების, სიყვარულისა და თავდადებისა“, - ასე მოიხსენია ილია მეორის მოღვაწეობა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა. როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, პატრიარქი უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც იყო და ამიტომაც იყო სიხარულნარევი გლოვა ქვეყანაში.

„ვხედავდი ამდენ აცრემლებულ, ატირებულ, მგლოვიარე ადამიანს და საოცარი გრძნობა მეგულებოდა - გრძნობა იმისა, რომ ის, ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება მიიჩნევდი შენი ოჯახის წევრად, ის მარტო შენი არ ყოფილა. ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა, უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელსაც როგორც კი თვალი გავახილე, მთელი ცხოვრება, ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა“, - განაცხადა მეუფემ.