Loading data...
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

„მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.

აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.