Loading data...
მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. 

„შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დროებით შეჩერდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.