1757358312
საზოგადოება
მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.