1770902448
საზოგადოება
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მოძრაობა, რომელიც რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო - განახლდა
მეტროს სადგურ „დელისზე“ მატარებლების მუშაობა განახლდა.
თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეტროს ერთ-ერთ ვაგონს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრობა რამდენიმე წუთით შეფერხდა.
„ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. მცირე დაკვამლიანება იყო. ხანძარი არ ყოფილა“, - აცხადებენ მერიაში.