1767017098
საზოგადოება
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით. შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.