1791577929
საზოგადოება
მძიმე ავარია ქუთაისში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.