1747286763
საზოგადოება
მაშველებმა მტკვარში ორი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და ორი ცხედარი იპოვეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში Newshub.ge-ს განუცხადეს, მესამე მგზავრის ძებნა-შველის ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.