Loading data...
მაშველებმა 2 ივნისს მომხდარი ავარიის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

„საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.

მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.