Loading data...
მარნეულში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქუჩაში გადაადგილდებოდა. მძღოლმა ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩება ვერ მოხერხდა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.