1714149184
საზოგადოება
მარნეულის კულტურის ცენტრში საბავშვო ვოკალური სტუდიის კონცერტი გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო–ვოკალური სტუდიის აღსაზრდელებმა, ლეგენდარული ანსამბლი „მზიურის“ შემოქმედება გააცოცხლეს და მათი რეპერტუარიდან უკვდავი სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა თაობის „მზიურელები“ და ცნობილი მუსიკოსები ესწრებოდნენ.
კონცერტი საბავშვო, თუ საყმაწვილო ქართული სიმღერებისადმი მომავალი თაობის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და მის უფრო მეტად პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.