1786731758
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოხელოვნებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოხელოვნებას.
ვუსამძიმრებ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ საზოგადოებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო“, - ნათქვამია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის წერილში.