1774031116
საზოგადოება
მამუკა მდინარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.