მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მამუკა ჩარკვიანის და თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.
„მორჩა“ - წერს თაკო ჩარკვიანი.
მამუკა ჩარკვიანი ქართველი თვითნასწავლი მუსიკოსი იყო, რომლის სიმღერები ქართულმა საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. 1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის – ჯ. ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები.
მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ „ლიგას“ პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის „მწვანე რტოები|“(1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“(1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.