Loading data...
მამა გიორგი ვაშალომიძე: სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი - დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით.

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სიონის ტაძარში გუშინ იმყოფებოდნენ.

თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მამა გიორგი ვაშალომიძე აცხადებს, რომ დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია.

„სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი, ვინაიდან ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება. რაც შეეხება მის განსასვენებელ ადგილს, მის სიცოცხლეშივე იყო გაცხადებული ეს ადგილი, მას თავად უნდოდა სიონში განსვენებულიყო“, - აცხადებს მამა გიორგი.