1774782767
საზოგადოება
მამა გიორგი ვაშალომიძე: სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით
„სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით“, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, სასულიერო აკადემიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.
„მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან იგრძნობა. მისი გარდაცვალების მერეც ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს მოღვაწეობას იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მობრძანდება სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი. არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად უყვარს ქართველ ადამიანს პატრიარქი. მან დაიბარა ის, რაც დაიბარა და დანარჩენი დასკვნები ყველამ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.