1773985929
საზოგადოება
მამა გაბრიელ ჯიქია: ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა საქართველოს
„ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა საქართველოს“, - ამის შესახებ იღუმენმა გაბრიელ ჯიქიამ განაცხადა.
„ამხელა სიყვარულის დათესვა არ არის მარტივი ჯვარი. მან ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა. ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა საქართველოს, რომელიც ზრუნავდა საქართველოზე, ქართველ ერზე. მას ძალიან უყვარდა სამშობლო და როცა ქვეყანას უჭირდა, ყოველთვის გვერდში ედგა. მჯერა, ის უფრო მხურვალედ ილოცებს და შეისმენს უფალი მის ლოცვას, რომ საქართველო გამთლიანდეს“, - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელ ჯიქიამ.