Loading data...
მამა დავით ტატანაშვილი: საფლავის ლოკაცია შეირჩა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები და ეკლესიის ზოგადი ტრადიცია

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით.

მამა დავით ტატანაშვილი აცხადებს, რომ საფლავის ლოკაციის შერჩევისას გაითვალისწინეს, როგორც ლიტურგიკული პრინციპები, ასევე - ზოგადი ეკლესიის ტრადიცია.

„საფლავის ლოკაციის შერჩევა განისაზღვრა იმგვარად, რომ განისაზღვრა ლიტურგიკული პრინციპები და ასევე - ზოგადი ტრადიცია ეკლესიისა. ბევრი წმინდანი გვყავს ასე დაკრძალული ჩრდილოეთ ან სამხრეთ მხარეს ამბიონთან, წმინდა ნინო გვყავს, იოანე ზედაზნელი ასე დაკრძალული და არის ამის პრაქტიკა.

სიონის საკათედრო ტაძარს დედა ეკლესიას ვუწოდებთ ჩვენ, სანამ სამების საკათედრო ტაძარი აღესრულებოდა, პატრიარქიც აქ მსახურობდა. ჩვენი ძველი პატრიარქებიც აქ განისვენებენ და ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს“, - აცხადებს მამა დავითი.