Loading data...
მახათას სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

დარგვის აქცია

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქო ფონდის - „გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის გოჩა არონიშიძის მხარდაჭერით, ტერიტორიაზე 20-მდე ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან - „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. დღეს „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები. მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.