Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ერმეკ კოშერბაევის შეხვედრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები.