1755704356
საზოგადოება
მაია ბუწაშვილი: ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კორონავირუსზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს - ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება, როგორც PCR -ით, ასევე, სწრაფი ტესტით

„ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბუწაშვილის თქმით, ამჟამად კორონავირუსი ძალიან ბევრ ადამიანს როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტითაც უდასტურდება.
„ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად საკმაოდ ბევრს უდასტურდება როგორც PCR -ით, ასევე სწრაფი ტესტით. სიმპტომებია ზოგჯერ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ ასევე აღენიშნებათ ხველა. არის დიარეით მიმდინარე შემთხვევებიც“, - აცხადებს ბუწაშვილი.