Loading data...
მაია ბუწაშვილი: მუნი ძნელად გადადის, ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება

„მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. 

„მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო. მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.

თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს). ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა.

მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ“, - აცხადებს ბუწაშვილი.