ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები - სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!
ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, ოპოზიციის გამოხმაურება ადასტურებს, რომ ქართველებს მოღალატეები ჰყავდათ კრწანისის ბრძოლის, მენშევიკების, ზვიად გამსახურდიას დროს, დღესაც და მათი სახელი ლეგიონია.
„ბავშვობიდან დარდად მქონდა: სკოლის ისტორიის მასწავლებელმა რეზო ჯაშმა 1988 წელს დამწუხრებულმა გვითხრა-კრწანისის ბრძოლაში ქართველმა მოღალატეებმა აღა მაჰმად ხანს, რომელიც უკან გაბრუნებას აპირებდა, შეატყობინეს- მეზარბაზნეები აღარ ჰყავთ ქართველებსო და გადააფიქრებინეს უკან წასვლაო.
ოხ, როგორ განვიცდიდი.
მერე დავიწყე წყაროების ძიება და ქართველები არ ყოფილან ეს მოღალატეებიო, გული გამითბა.
არა, ძმაო, ახლა რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები- სწორედ ქართველები იქნებოდნენ მაშინ, ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!
დიდება წმინდაო მარიამ, შენ! რა ძალა გქონია, რომ ამ ქვეყანას იფარავ! შენა ხარ ჩემი ერთადერთი იმედი! შენი კალთის ჭირიმე, ჩვენზე გადაფარებულისა!
წმინდაო გიორგი, შენი მახვილის ჭირიმე, შენა ხარ ჩვენი დამცავი, აბა ვინ? ვინ? ესენი? ისინი?
რისი იმედი მქონდეს?”, - წერს თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.