ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით.
ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ VISA-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი სერვისი ჩვენი მგზავრებისთვის. მათ უკვე შეუძლიათ გაფრენამდე კომფორტულ გარემოში დაისვენონ და მიიღონ ყველა შესაბამისი მომსახურება.
ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში და ჩვენი მიზანია, მგზავრებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანის მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
ლევან მოსეშვილის განცხადებით,პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ბიზნეს ლაუნჯით უფასოდ ისარგებლებენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სივრცე VISA-ს ბრენდის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.