1737315683
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„პირველ რიგში, მივულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ასევე, უნდა მივულოცოთ მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება. მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო და ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.