1746425730
საზოგადოება
ლენტეხში, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა - მეწყერმა ერთი ავტომობილი მოიყოლა

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა.
არსებული ცნობით, ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.