Loading data...
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: წყლის ნაკადი ხან მატულობს და ხან იკლებს, ამიტომ ვცდილობთ ფრთხილად მივუდგეთ საქმეს, რომ შეგუბება არ იყოს მთაში და არ მოწყდეს

ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, მოქალაქეებმა მანქანიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს. ამჟამად, ტერიტორიაზე ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის განცხადებით, მდინარის მატებისა და კლების ტენდენცია ფიქსირდება, ამიტომ საკითხს ფრთხილად უდგებიან, რათა მთაში რაიმე სახის წყლის შეგუბება არ მოხდეს.

„მეწყერი ჩამოწვა ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე მონაკვეთზე. ჩაკეტილია ცენტრალური გზა. მანქანა და ორი მოქალაქე მოყვა მეწყერში, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. მიმდინარეობს წმენდის სამუშაოები. ტექნიკა მობილიზებულია. ჯერჯერობით, ჩანს ის, რომ წყლის ნაკადი ხან მატულობს და ხან იკლებს, ამიტომ ვცდილობთ ფრთხილად მივუდგეთ საქმეს, რომ შეგუბება არ იყოს მთაში და არ მოწყდეს“, - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა.