1758913677
საზოგადოება
ლენოქს ლუისი: ვფიქრობ, კრივი საქართველოში ნამდვილად ვითარდება და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვხედავ

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. კრივის შესანიშნავი საღამოა“, - განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ ლენოქს ლუისმა სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუზე სიტყვით გამოსვლისას.
ლუისი ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრება. მისივე თქმით, საქართველოში კრივი ნამდვილად ვითარდება და ძალიან კმაყოფილია იმით, რასაც ხედავს.
მსურს, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, ასევე, სპორტის მინისტრს და კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს.
ვფიქრობ, კრივი საქართველოში და თბილისში ნამდვილად ვითარდება და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვხედავ.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. მე და მას ერთი და იმავე თვეში გვაქვს დაბადების დღე. ამიტომ, მასაც ვულოცავ დაბადების დღეს.
გმადლობ, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები“, - განაცხადა ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა.