Loading data...
ლაშა გეგეჭკორი: შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!“ რომლის წევრები მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს - ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას

შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!“ რომლის წევრები მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს და ცხოველების დაჩიპვა იყოს ნებაყოფლობითი. მათი მთავარი „არგუმენტია“ - არ უნდათ რომ მათი ძაღლი გახდეს რადიოგადამცემი… შევახსენებ მათ რომ ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას, - წერს სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია რომ თანახმად კანონისა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, სავალდებულოა პატრონის მიერ ძაღლის ჩიპირება. ამით, ძაღლის პატრონი უზრუნველყოფს ძაღლის იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას და ერთიან მონაცემთა ბაზაში აღრიცხვას. ჩიპირებული ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნის და პატრონისთვის დაბრუნების შესაძლებლობა იზრდება.

მიკროჩიპი წარმოადგენს წაკითხვად, პასიურ რადიოსიხშირულ იმპლანტს, რომელიც თავსდება ცხოველის კანქვეშ და ის ძაღლისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიკროჩიპი არის იდენტიფიკაციის საშუალება, რომელიც ატარებს ინფორმაციას ცხოველისა და პატრონის შესახებ.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიქმნა ჯგუფი „SOS! არა საყოველთაო დაჩიპვას!“ რომლის წევრები მოუწოდებენ ძაღლების პატრონებს, არ დაემორჩილონ კანონს და ცხოველების დაჩიპვა იყოს ნებაყოფლობითი.

მათი მთავარი „არგუმენტია“ - არ უნდათ რომ მათი ძაღლი გახდეს რადიოგადამცემი…

შევახსენებ მათ რომ ცხოველის დაჩიპვაზე უარის თქმა გამოიწვევს ფინანსურ ჯარიმას!

ასევე შევახსენებ, რომ ტექსტს, ჯგუფის შექმნის შესახებ, წერენ მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს რადიოგადამცემს და მიმღებსაც.

რაც შეეხება მიუსაფარ და ქუჩაში მცხოვრებ მიკედლებულ ცხოველებს, მათი რეგისტრაცია მოხდება ყურზე საჭდის დამაგრებით.

დაჩიპე შენი ძაღლი-ნუ დაარღვევ კანონს“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.