Loading data...
ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქვემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის წმენდა ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ არხში წყლის შეუფერხებლად გადინება მოხდება და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე წყლის ეფექტიანი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

„საქართველოს მელიორაცია“ ეტაპობრივად აგრძელებს სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რომლის მიზანიც მელიორირებული ფართობების გაზრდაა.