Loading data...
ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მკვლელობა მოხდა.

მოკლულია 85 წლის ქალი. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.