1785089395
საზოგადოება
ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანის დროს მძიმე მდგომარეობაში იყო და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ალაზნის ხიდთან 26 ივლისს, დილით მოხდა.