ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და აუცილებელი, ეს გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი
„პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი“, - ამის შესახებ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც მის საგანმანათლებლო ტრადიციებს შეეფერება.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კონცეფცია, რაც არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს პირველ რიგში გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და უფრო მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი და ესეც გამოჩნდა ამ შეხვედრის შედეგად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იღებს იმ სტატუსს, რაც მის ტრადიციას, მის წარსულს და მის მომავალსაც შეშვენის. ეს არის არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ რეგიონისთვის განსაკუთრებული სიცოცხლის მიმცემი. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, რადგან ქუთაისი ოდითგანვე იყო განათლების კერა და მომავალშიც იქნება“, - განაცხადა შალვა კირთაძემ.