1767025054
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება
ავიაკომპანია Wizz Air ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.
რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.