Loading data...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი - „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში ანსამბლ „მარგალიტის“ სოლო კონცერტი - „შეხვედრა საშობაოდ“ გაიმართა.

კონცერტზე, რომელიც ანსამბლის ხუთი წლის იუბილეს მიეძღვნა, შესრულდა ხალხური და ქალაქური სიმღერები, ქართული საგალობლები და მსოფლიოში ცნობილი საშობაო სიმღერები (Christmas Carol).

კონცერტს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

„ვულოცავ „მარგალიტს“ პირველ საიუბილეო თარიღს. ასეთი ჯგუფების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ანსამბლისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

„მარგალიტის“ რეპერტუარში შედის ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა მიმართულების ნიმუშები.

ანსამბლს მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის, ხორვატიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.