Loading data...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრეზიდენტის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ყიფშიძე, გოგა ბარბაქაძე, ეკა მოლოდინაშვილი და კესო დვალიშვილი.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, მომღერლებმა - ნინი ბადურაშვილმა და თემურ გუგუშვილმა, ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის გუნდმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა მიხეილ ედიშერაშვილის დირიჟორობით.