1763622836
საზოგადოება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საღამო - „ვერიკო და სესილია“ გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილისადმი მიძღვნილი საღამო -„ვერიკო და სესილია“ გაიმართა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ მსახიობები: ეკა ჩხეიძე, ქეთი ჩხეიძე, ეკა მჟავანაძე, ლეო ანთაძე, ვალერი კორშია და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე დაესწრნენ.