1791572992
საზოგადოება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა.
რადიშ თორდია XX საუკუნის 60-იანი წლების შემოქმედთა იმ თაობას წარმოადგენს, რომელმაც დაარღვია საბჭოთა სოცრეალიზმისთვის სავალდებულო, ერთფეროვანი ჩარჩოები და მხატვრობაში მნიშვნელოვანი ესთეტიკური გარდატეხა მოახდინა. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი საიუბილეო გამოფენა მხატვრის მრავალწლიანი შემოქმედებითი გზის ერთგვარი შეჯამებაა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საიუბილეო გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია.
გამოფენა 2026 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
