1790926157
საზოგადოება
კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „ძმებ ზდანევიჩების სახელობის XVII საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი FEST-I-NOVA 2026“
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 2026 წლის 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, არტ ვილა გარიყულაში (კასპის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი) FEST-I-NOVA 2026-ის ოფიციალური გახსნა გაიმართება.
ფესტივალის წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულებას და აერთიანებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებსა და საერთაშორისო არტისტებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებსა და პროექტებს წარადგენენ.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით.
3 ოქტომბერი, 2026 | 14:00
არტ ვილა გარიყულა
კასპის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი