Loading data...
კულტურის მინისტრის მოადგილემ საქართველოში სტუმრად მყოფ ექსპერტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერებინა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძემ საქართველოში სტუმრად მყოფ ექსპერტებს - UNESCO-ს გეოლოგიისა და ICOMOS-ის ექსპერტ კლაუდიო მარგოტინისა და რომის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის გეოტექნიკის პროფესორ კუინტილიო ნაპოლეონს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერებინა.

სტუმრებთან ერთად, სვეტიცხოველში იმყოფებოდა არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი.

მინისტრის მოადგილემ და ექსპერტებმა სვეტიცხოვლის როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ძეგლის მუდმივი კვლევისა და მის საჭიროებებზე ზრუნვის მნიშვნელობას.