Loading data...
კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი

კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.

„2026 წლის 18 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ერის სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

საელჩოში გახსნილია სამძიმრის (19, 20 მარტი) წიგნი.

ჰავანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთების გულწრფელი სურვილი.

19 მარტს, ჯერ თავად ჰავანას წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში, ხოლო შემდეგ საქართველოს საელჩოს შენობაში აღევლინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.