Loading data...
ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.