Loading data...
ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.